LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იხოცება ოჯახები, მერე იძახიან საქართველო გლოვობსო“ – ვინ არიან ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილები

496
BeFunky-collage (4)

კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე ცხელ რეგიონს – აჭარას სტიქიაც დაატყდა თავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი. სტიქიას შეეწირა არასრულწლოვანიც, რომლის ცხედარიც მაშველებმა დღეს, 3 ოქტომბერს, ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, ლე­ვან თე­დო­რა­ძე, მისი მე­უღ­ლე მაია ბე­რი­ძე და მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მურ­მან თე­დო­რა­ძე. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თე­დო­რა­ძე­ე­ბის ოჯახის კიდევ შვი­ლი სტი­ქი­ას იმის გამო გა­და­ურ­ჩა, რომ ხუ­ლო­ში, ნა­თე­სავ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ადგილზე ასზე მეტი მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ოთხი პირი გუშინ იპოვნეს.

 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმ ადგილას სადაც სტიქია მოხდა, ტერიტორია საცხოვრებლად საშიში ზონაა.

“რამდენი ხალხი უნდა ამოწყდეს, რამდენი ოჯახი უნდა დაიღუპოს? იგივე სიტუაციაა ჩემთან სახლში. 2008 წლიდან მოყოლებული გეოლოგების დასკვნაც არის, რომ ჩვენს სახლში ცხოვრება არ შეიძლება.

შევიტანთ განცხადებას, ბიუჯეტი არ არისო მარტო ამას გაიძახიან. რომ ამოწყდება ხალხი და რომ იხოცება ოჯახები, მერე იძახიან საქართველო გლოვობსო,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ფატმან თედორაძე “რუსთავი 2”-თან საუბარში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით კი, შესაბამისი უწყებები გეოლოგიურ დასკვნებს სწავლობენ და თუ რაიმე სახის დარღვევა გამოიკვეთა, მკაცრი რეაგირება მოხდება.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე:

“(საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია ტოიოტა პრიუსით იმყოფებოდნენ.))) გზაზე ხე დაინახეს წაქცეული და რომ გაევლოთ გზა ნაჯახი სთხოვეს მეზობლებს… როდესაც გაჩეხეს ხე და გავიდნენ სწორედ მაშინ ჩაიტანა მიწამ ორივე მანქანით….
სულ 5 ადამიანი ჩაიტანა მეწყერმა… ამ წუთებში ბათუმში ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარია….”

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1239270153110257&id=100010818515954

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g