LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი : დავოსში პრემიერს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან

162
BeFunky-collage (3)

„დავოსში პრემიერს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. ასევე, დაგეგმილია ძალიან საინტერესო შეხვედრები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან

„დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში. კერძოდ, დავოსში მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორი განზომილება; ერთი ეს არის – პოლიტიკური შეხვედრები და პრემიერს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. პრემიერ-მინისტრი ასევე, დღეს შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა, ხოლო მეორე დატვირთვა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აქვს, ეს არის ეკონომიკური განზომილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს დაგეგმილი აქვთ ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი მიზანია მათ უკეთ გააცნონ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი.

„ამ შეხვედრების მთავარი მიზანია მათ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ის საინვესტიციო გარემო,რომელიც არის ქვეყანაში, რაც მათ მისცემს საშუალებას, კარგად შეაფასონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველოში ეს კომპანიები შემოვიდნენ და გააკეთონ კონკრეტული ინვესტიციები,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი : საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის

2023 წელს არაერთი კომპანია ჩადებს საქართველოში ინვესტიციას – ლევან დავითაშვილი დავოსიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები