LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მარსზე დედამიწელების კოლონიის დაარსებას აპირებს

452
elon musk

კომპანია TESLA-ს და SPACEX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი მარსზე, დედამიწელების კოლონიის დაარსებას აპირებს. გეგმების შესახებ მან საკუთარ TWITTER-ზე დაწერა.

მან აღნიშნა, რომ პლანეტის ატმოსფეროს გასათბობად, ბირთვული აფეთქებები იქნება საჭირო. მარსზე პირველი რაკეტის გაშვება 2026 წელს იგეგმება. პოლუსებზე ბირთვული იერიშით, მყინვარები გადნება და ატმოსფერო გათბება. დედამიწელების პირველი კოლონია მარსზე შუშის გუმბათების ქვეშ იცხოვრებს, ხოლო 2050 წლისთვის პლანეტაზე მილიონზე მეტი ადამიანი საცხოვრებლად გადავა.

მარსის კოლონიზაციის იდეა ილონ მასკმა, 2015 წელს გააჟღერა და თქვა, რომ მეტი სითბოს შემთხვევაში პლანეტა, დედამიწის მსგავსად, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი იქნება.

მასკი მარსზე პირველი რაკეტა, ”STARSHIP”-ის გაშვებას 2026 წლისთვის გეგმავს. პირველი კოლონიზატორები პლანეტაზე ქალაქის აგებას შეუდგებიან. მათი ამოცანა სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემების შექმნა და შუშის გუმბათებიანი სათბურების აგება იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში, ილონ მასკი 37-ე პოზიციაზე იყო. თუმცა, ზაფხულში ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულში აღმოჩნდა. დღეის მდგომარეობით, მისი ქონება 105,4 მილიარდ დოლარად ფასდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g