LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი სასამართლოს წინაშე წარდგება

150
03_ealon_mask_aviationcv

ილონ მასკს ბრიტანელი მყვინთავი უჩივის, რის გამოც მასკი სასამართლოს წინაშე წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

14 ივლისს ბრიტანელმა მყვინთავმა ილონ მასკს ტაილანდის მღვიმისთვის შექმნილი წყალქვეშა ნავის გამო დასცინა.

ილონ მასკს შეუძლია, „გაიკეთოს“ თავისი სუბმარინი იქ, სადაც ძალიან ეტკინება, – ეს ბრიტანელმა მყვინთავმა, ვერნ ანსუორტმა CNN-თან საუბრისას თქვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=1TmjpIkVDrU

ამის პასუხად კი მასკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში მას „პედოფილი“ უწოდა. 

მყვინთავი ვერნონ ანსვორტი 75 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. სასამართლო მოსმენა 2019 წლის 22 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები