“არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა.
“მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი –განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.