“იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა მოხსნის, ჩვენ ჩვენი თვითშეზღუდვებითა და ჩვენი ცენზურებით ვუპასუხოთ”,-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მან ამის მაგალითად “შავი პარასკევი“ მოიყვანა და მოქალაქეებს მოუწოდა თვითრეგულაციები დაიწესონ.
„არ ვიცი, ხელისუფლება ამ შეზღუდვებს შეარბილებს, საერთოდ მოხსნის, ამ მოცულობით დატოვებს ძალაში, თუ კიდევ უფრო გაამკაცრებს, როგორც ეს ქალბატონმა მერკელმა გააკეთა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შეარბილებს, ან მოხსნის, ჩემი რეკომენდაცია შემდეგი იქნება – გამოვიჩინოთ ის საზოგადოებრივი თვითშეგნება, პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რომელიც პანდემიის დაწყების დროს საკმარისად გვქონდა და იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა მოხსნის, ჩვენ ჩვენი თვითშეზღუდვებითა და ჩვენი ცენზურებით ვუპასუხოთ. შევეცადოთ, ჩვენს თავს ჩვენ თვითონ დავუწესოთ ის რეგულაციები, რომელიც არ გამოიწვევს იმას, რომ მთავრობის მიერ შერბილებული რეგულაციების გამო დროებით შეჩერებული პანდემია ხელმეორედ აფეთქდეს.