LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ სიტუაციაში, რასაც ახლა ოპოზიციაში ვხედავ, ვფიქრობ, კალაძე მოიგებს: ხვიჩია

63
1

პარტია “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია “ედისონ რისერჩის” კვლევის შედეგებს აფასებს და ფიქრობს, რომ ამ მოცემულობით, კახა კალაძე მოიგებს.

ხვიჩია ასევე აღნიშნავს, რომ ის შედეგი, რომელიც კვლევებში გიორგი გახარიას პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება, შესაძლოა წარმატებად ჩაითვალოს:

“ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მონაცემებით, იმ სიტუაციაში, რასაც ახლა ოპოზიციაში ვხედავ, ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს.

თუ ამ კვლევას დავაკვირდებით, ჩანს, რომ დაკლებულია “ქართული ოცნების” რეიტინგი და მის ადგილზე გაჩნდა ახალი მოთამაშე, ისევ “ქართული ოცნების” წარსულით. მე არ ვიცი საბოლოოდ, რამდენად ექნება არჩევნებზე 13%, მოლოდინი ნაკლები მაქვს, თუმცა ახლა ეს შედეგი გახარიას გუნდისთვის შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “ფორმულამ” Edison Research-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მოსახლეობის დადებითი განწყობის პროცენტული მაჩვენებელი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ასე გადანაწილდა – 57% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ არის დადებითადა განწყობილი, 50%-ს თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ აქვს დადებითი განწყობა, 47%პო კი ზიტიურად არის განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები