LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, ოდესმე საშუალება მომეცემა, რაც დავპირდი პუტინს, შევასრულო, დარწმუნებული ვარ, ჩემზე ადრე მოკვდება“ – გიორგი გაბუნია

254
გაბუნიაპუტ

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე მილიონად იყო შეფასებული და მკვლელს ფულიც ჰქონდა აღებული.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც დაცვა გაუძლიერეს, უთხრეს, რომ გარკვეული საფრთხეები არსებობდა.

თუკი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

„დეტალები არ ვიცოდი, მაგრამ ჩემმა დაცვამ მალევე შეამჩნია, რომ მითვალთვალებდნენ.

თვალთვალი განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ბოლო დღეებში, როდესაც სახლის ყველა შესასვლელთან, საიდანაც გასვლა შემეძლო, მანქანა იდგა. ჩემმა დაცვის წევრებმა ფოტოებიც გადაიღეს.

მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები არ ვიცოდით. ბოლო დღემდე არანაირი ინფორმაცია არ მქონია. მეცინება, როდესაც ბოლო დღეების ამბავს ვიხსენებ. ჩემი თვალით ვუყურე სპეცოპერაციას და ჩვენმა არხმა სხვადასხვა ვერსიებზე გააკეთა სიუჟეტი და თურმე ჩემზე ყოფილა საუბარი“, – ამბობს ჟურნალისტი.

მაგრამ ასეთი ცხოვრების მიუხედავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ ნანობს, რაც ერთი წლის წინ თქვა და მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს მონოლოგის გამო საფრთხე კვლავ ემუქრება ბოდიშის მოხდას დღესაც არ ფიქრობს.

„დიდი სურვილი მაქვს, იგივე სიტყვები გავიმეორო, ზუსტად იგივე აზრზე ვარ, მაგრამ აღარ ვიზამ. შეუძლია ადამიანს ჩართოს და მოუსმინოს. ზუსტად იგივე აზრზე ვარ და არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. იმედი მაქვს, ოდესმე საშუალება მომეცემა, რაც დავპირდი პუტინს, შევასრულო. დარწმუნებული ვარ, ის ჩემზე ადრე მოკვდება“, – აცხადებს ჟურნალისტი. 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას სკანდალური მონოლოგი გასული წლის 7 ივლისს გავიდა ეთერში. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ლიკვიდაცია სწორედ ამ დღეს იგეგმებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები