ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“
„1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება.
ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – წერს „იმედი“.