LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმღერებს თუ არა სტინგი კონკურსზე “ახალი ტალღა”

97

კონკურსი „ახალი ტალღა“ წელსაც სოჭში გაიმართება. ღონისძიებაზე, კონკურსანტების გარდა, რუსეთში ცნობილი ბევრი მომღერალი გეგმავს მონაწილეობის მიღებას. რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალში, რომელიც 3-დან 9 სექტემბრამდე გაიმართება, მონაწილეობა, შესაძლოა სტინგმაც მიიღოს.

„ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კომპოზიტორი იგორ კრუტოი ამბობს, რომ ორგანიზატორებმა ბრიტანელი მუსიკოსი უკვე მიიწვიეს, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა სტინგი მიწვევას. კრუტოი ამბობს, რომ სტინგის თანხმობის შემთხვევაში,  მასთან კონტრაქტზე ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები