LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმპექსის” ახალი აფთიაქი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

425
impex (3)

ქ. თბილისში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი იისფერი აფთიაქი შეემატა (მისამართი: გლდანი, მიხეილ ხერგიანი #5). დღესდღეობით, “იმპექსი” მთელ საქართველოში 110-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი ფილიალით კიდევ უფრო აფართოებს ქსელს დედაქალაქში.

ქსელის განვითარების პარალელურად „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს თავისი მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებებით გაანებივროს. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, 30 აპრილის ჩათვლით,  ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით ფარმაცევტული პროდუქციის შეძენისას.

მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში კი, 1-დან 7 რიცხვის ჩათვლით ბავშვთა მოვლის, კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს ყველაზე დაბალი ფასები.

განსაკუთრებული შეთავაზებებით, აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა  „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად, დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად, დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები