LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუნიზაციის პერიოდში გამოვლენილია 120-მდე საშუალო სიმძიმის გართულება: გამყრელიძე

103
ამირანი

იმუნიზაციის პერიოდში გამოვლენილია 120-მდე საშუალო სიმძიმის გართულება. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ   ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარიზე.

„არსებობს სპეციალური კომიტეტი, სადაც შედის ინფორმაცია და სადაც აღირიცხება იმუნიზაციის ყველა შემდგომი გართულება. აღნიშნულ ინფორმაციას კომიტეტი აწვდის ქვეყნის მარეგულირებელს. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 120-მდე შემთხვევა, არ იგულისხმება ტემპერატურის მომატება ან ნანემსარის გაწითლება. 

მიმდინარეობს ამ შემთხვევების კვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორტუნას“ მიერ დასმულ კითხვაზე.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაციის შემდეგ მწვავე ანაფილაქსიური შოკის  მხოლოდ ერთი შემთხვევაა კლინიკურად დაფიქსირებული და იქვე დასძინა, რომ ხშირად ანაფილაქსიური შოკი ეშლებათ მწვავე ალერგიულ რეაქციაში, რაც არასწორია.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოში აცრილთა რაოდენობა 54 687 -ია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g