LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში მკვდარი ვეშაპის მუცელში 1000 პლასტმასის ნარჩენი იპოვეს – ოკეანეები ნარჩენებით ივსება

181120160459-04-indonesia-whale-carcass-plastic-exlarge-169

ინდონეზიაში, მკვდარი ვეშაპის მუცელში 1000-ზე მეტი პლასტმასის ნარჩენი იპოვეს – ვეშაპმა, კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიოს ოკეანეების დაბინძურების პრობლემა.

მუცელში აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენების წონამ მთლიანობაში 6 კილო შეადგინა, მათ შორის იყო პარკები, ბოთლები, სანდლები და 115 პლასტმასის ჭიქა.

“ვეშაპის სიკვდილის მიზეზი უცნობია, თუმცა რაც ჩვენ ვნახეთ საშინელებაა” – განაცხადა ზღვის სახეობების კოორდინაციის სპეციალისტმა დვი სურპატმა CNN-თან.

ვეშაპის მუცელში აღმოჩენილი ნარჩენები

CNN -ის ამავე სტატიაში, პლასტმასის გარემოს დაბინძურების პრობლემის რამდენიმე ნათელ მაგალითს იხსენებენ.

  • 17 ივნისს, სამხრეთ ტაილანდში მცირე თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. მოგვიანებით მისი ცხედარი, რამდენიმე ათას პოლიეთილენის პარკში იპოვეს.
  • კვლევების მიხედვით, ოკეანეების პრობლემას განსაკუთრებით ამძაფრებს ხუთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია: ჩინეთში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ტაილანდსა და ვიეტნამში.
  • ამ ქვეყნებში პლასტმასის მოხმარების 65%-მდე შემცირება მსოფლიო პრობლემაზე დადებითად აისახება და თან საკმაოდ მნიშვნელოვნად. კვლევებში ამბობენ, რომ ეს ოკეანეების დაბინძურების დონეს 45%-მდე შეამცირებს.
  • შეზღუდვების გარეშე, რამდენიმე ათეულ წელში, ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება.
  • ოქტომბერში, სანაპიროზე გამოირიყა 47 წლის წინანდელი ჭურჭლის სარეცხის “ფეირის” პლასტმასის ბოთლი, რომელიც თითქმის ახალივით იყო, მასზე დატანილი ბრენდირებაც კი არ იყო წაშლილი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლისთვის პლასტმასის ბოთლების 90%-ზე მეტის გადამუშავებას გეგმავენ.

შეგახსენებთ საქართველოში 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება აიკრძალა. აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას აკრძალავს. მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პაკეტებს წარმოება, იმპორტი და გაყიდვა იქნება დაშვებული.

ამავე თემაზე ნახეთ: ეს პარკები სიცოცხლისთვის საშიშია – საყიდლებზე ჩანთებით სიარული მოგიწევთ (გამოკითხვა)

პოპულალურები