LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ყველა ღონისძიება უნდა იქნას გატარებული: ნათია გორდაძე

502
ნათია გორდაძე

კორონავირუსთან საბრძოლველად, უცვლელი რჩება ყველა რეკომენდაცია.

ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე ამბობს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ვირუსის პრევენციას მოახდენს, უნდა იყოს გამოყენებული.

“უკანასკნელი მონაცემებით ვხედავთ ყოველდღიურად გაზრდილ სტატისტიკას. რა თქმა უნდა, არის ალბათობა ინფექცია კიდევ გაიზარდოს, ეს მოსალოდნელია იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში. ყველა პრევენციული ღონისძიება კომბინირებულად უნდა იქნას გატარებული, რათა შეწყდეს ან შემცირდეს ინფექციის გავრცელების ჯაჭვი,” – აცხადებს ნათია გორდაძე.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, “ომიკრონი” განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული და აქვს ქრონიკული დაავადებები.

“სიტუაცია საყურადღებოა, ამაზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ჩვენ ბოლო დღეებში გვაქვს. “ომიკრონი”, მიუხედავად იმისა, რომ ფასდება, როგორც მსუბუქი შტამი, არსებობს რისკები განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და არ არიან ვაქცინირებულები. ამ ეტაპზე საყურადღებო ფაზაში შევდივართ და ერთიანი ძალებით, როგორც სამედიცინო სექტორის, ისე საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხერხდეს და სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს,” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

პოპულალურები