ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელება მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

„ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე. მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად რეალიზდა.

ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

 

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები