LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram წონის შესახებ პოსტებზე ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს

140
-108861288-mediaitem108861287

ინსტაგრამი მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს. შეზღუდვები ეხება პოსტებს, რომლებიც წონის კლებასა და კოსმეტიკურ ქირურგიას უკავშირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ზოგიერთი პოსტი 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის დამალული იქნება, წონაში „სასწაულებრივად“ კლების პროდუქტების შესახებ პოსტები კი წაიშლება. შეშფოთება გამოიწვია ფაქტმა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალგაზრდებზე მსგავსმა ინფორმაციებმა. აღნიშნული ცვლილება ეხება facebook-საც, რომელიც Instagram-ს ეკუთვნის.

როგორც ინსტაგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სურთ, რომ ინსტაგრამი ყველასთვის პოზიტიური სივრცე იყოს, მიმდინარე ცვლილებები კი იმ ზეწოლის შემცირებას ემსახურება, რომლებსაც ადამიანები სოციალური მედიის გავლენით გრძნობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები