LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსულტისა და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინანსდება

75
ზურაბ აზარაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ასევე თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

შესაბამისი ცვლილება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან წლის მანძილზე 11 მლნ ლარი დაიხარჯება.

„წლის განმავლობაში, ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. იმ კლინიკებში, სადაც მოქალაქეები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ, მკურნალობას დავაფინანსებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე, როცა ინსულტის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა რეაგირებას მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს და პაციენტებს ჩვენების მიხედვით იმ კონკრეტულ კლინიკებში მიიყვანენ, სადაც მათ ოპერატიულად დაეხმარებიან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა რეაბილიტაციის სრულ კურსს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები