LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში” – ბაზარზე ქიმიური წარმოების საერთაშორისო კომპანია შემოდის

144
ხ

საქართველოში ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation შემოვიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

“სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა. სინგაპურული კომპანია წლების მანძილზე სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების გუნდი აქტიურად იყო ჩართული”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, – აღნიშნა ხიდურელმა.