LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 13–ის გამოსვლის თარიღი შესაძლოა ერთი წლით გადაიდოს

532
iPhone12Pro

2021 წელს Apple გეგმავს, რომ iPhone 12s–ის სერიის სმარტფონები გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.

წლის მეორე ნახევრისთვის დაგეგმილი სმარტფონები თანამედროვე თაობის დივაისებისგან მცირედით განსხვავებული იქნება. ინსაიდერების ინფორმაციით, ამის გამო Apple–მა გადაწყვიტა რომ ახალ სმარტფონს iPhone 13 არ უწოდოს. სავარაუდოდ, კომპანია iPhone 13-ის რელიზს 2022 წლისთვის გადადებს, 2021 წელი კი მთლიანად iPhone 12s–ს დაეთმობა.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მომავალი თაობის დივაისი შედარებით შემცირებულ ეკრანს და Face ID–ის მიიღებს. მოდელს 120 ჰერცის დისპლეი და მაღალი ხარისხის ეკრანი ექნება. გაჯეტები ახალი ჩიპით Apple A15 Bionic–ით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, ბრენდი ახალი სერიის რაოდენობას 2020 წლის მსგავსად დატოვებს. სავარაუდოდ, Apple iPhone 12s–ს, 12s mini–ს, 12s Pro–სა და 12s Pro Max–საც გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სმარტფონი რომელიც Apple–მა აფიქსი S–ით გამოუშვა, 2018 წელს დაანონსდა. კომპანიამ iPhone Xs გამოუშვა, რომელიც 2017 წელს წარდგენილი iPhone X–ის გაუმჯობესებული ვერსია აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, Covid-19–ის პანდემია ჯერ ისევ აქტიურია და რა მოხდება წელს რთული სათქმელია. ბევრი ქვეყანა მეორე ანდაც მესამე ტალღას ებრძვის, რაც დამატებითი შეზღუდვების შემოღებას და შედეგად, ახალი პროდუქტის რელიზზე გავლენის მოხდენას გულისხმობს. ამიტომ, გეგმები შეიძლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს და iPhone 13–ის გამოსვლის თარიღი კიდევ გადადოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები