LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IPSOS-ი ჩემს პირად რეიტინგს მალავს: ვაშაძე

62
გიორგი ვაშაძე

“პერსონალური რეიტინგი ძალიან მაღალია, ყველა კვლევაში ასეა, სადაც პერსონალური რეიტინგები ქვეყნდება.” – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძე კითხვაზე, თუ რამდენად მაღალია მისი პერსონალური რეიტინგი.

ვაშაძე IPSOS-ის კვლევის შედეგებს აფასებს და როგორც აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ IPSOS-ი მის პირად რეიტინგს მალავს.

ამის არგუმენტად გიორგი ვაშაძე მაგალითს ასახელებს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მოსახლეობის 80% შარლ მიშელის დოკუმენტს დადებითად აფასებს, გამოკითხვაში გასამმაგებულია იმ პოლიტიკოსების რეიტინგი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი ვერ მოაწერეს:

“პირველი შეცდომა, რაც დაუშვეს და ვერ გათვალეს, წარმოიდგინეთ, მოსახლეობის 80 პროცენტი ამბობს, შარლ მიშელის დოკუმენტი ძალიან მაგარიაო და ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მათი რეიტინგი არის გასამმაგებული და ვინც მოაწერა, მათი რეიტინგი შემცირებული.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა “ქართულ ოცნებას” ძალით მოვაწერინეთ ხელი და პირდაპირ ვთქვათ – “ნაცმოძრაობა” შემოვიყვანეთ პარლამენტში, ეს აქტი საზოგადოების 80 პროცენტს მოსწონდა და უცებ აღნოჩნდა, რომ ჩვენ დაგვიკლეს მხარდაჭერა ამ ხალხმა და მოუმატეს მათ, ვინც არ მოაწერა ხელი, სადაა ლოგიკა?!

სხვათა შორის, IPSOS-ს მინდა ვუთხრა, რაღაც ბოლო კვლევებში პერსონალურ რეიტინგებსაც არ აქვეყნებს და რატომ მალავს?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს პირად რეიტინგს მალავს. რატომ მალავს პერსონალურ რეიტინგებს ჰკითხეთ – ზუსტად ვიცი, რომ კითხვარებში იყო.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, IPSOS-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება: 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 8% გიორგი გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები