LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. საკეკლუცოდ წავლენ დეპუტატები? იქაც დავხვდებით: უგულავა

93
FORTUNA.GE- (2)

“იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ცოტა ხნის წინ, ფილარმონიიდან მსვლელობის დაწყების დროს განაცხადა.

უგულავას თქმით: “დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოცხადებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება”.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის ძალას დაანახებს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ყველა ზღვარს სცდება:

“ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულისკენ მიაქანებს; ვისაც მიაჩნია, რომ ერთადერთი და ლოგიკური სამართლიანი გამოსავალი რიგგარეშე არჩევანია; ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; ვისაც მიაჩნია, რომ ის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ყველა ზღვარს მიღმაა; ვინც გრძნობს და განიცდის, რომ ქვეყნის რეპუტაცია არის შელახული და ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილთან ერთად ქვეყანას განვითარება არ უწერია – დღეს შეიკრიბება და ხელისუფლებას თავის ძალას დაანახებს.

ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლაზე რეაგირებს და საერთაშორისო აქტიურობა და საერთაშორისო ჩართულობა არის მხოლოდ მაშინ, როცა აქ ხალხი წუხს. ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისფუელბას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი. პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება.” – თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, 13:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა სახელწოდებით: “მსვლელობა თავისუფლებისთვის”.

შეკრებილი აქტივისტები საკონსტიტუციო ორგანოსკენ მიემართებიან, სადაც 15:00 საათზე დაიწყება აქცია. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტთან სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრებენ.

mazda magti 5g