ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, ღარიბაშვილს მაღალი რანგის შეხვედრები, დღეს ევროპარლამენტსა და ნატოში ექნება.
პრემიერს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა.