ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.