LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას

321
ფორტუნა - 2023-09-18T213220.409

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.

კობახიძე განმარტავს, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.

აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს

სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს.

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g