„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე პროდასავლელი, როგორ ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე“.
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა, „სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მიჰყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს“.
სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე პროდასავლელი, როგორ ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე. ის პირდაპირ მიჰყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მათ სურვილი აქვთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ზურაბიშვილის განცხადებები?! ის პირდაპირ აწარმოებდა ისეთივე კამპანიას, როგორსაც რადიკალური ოპოზიცია. შენ თუ ფორმალურად ასრულებ მოთხოვნებს, მაშინ რა გესაქმება ევროკავშირში და როგორ უნდა მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.