LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას „ნატო-ს” წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს

131
ირაკლი კობახიძე

საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას „ნატო-ს” წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

„საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება – ეს არის მთავარი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g