LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს- ანა დოლიძე

188
98

ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება.

ანა დოლიძის თქმით, მას კობახიძის არ სჯერა, რადგან მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.

„ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს. ბოლო მომენტში თვალსა და ხელშუა დაარღვიეს პირობა ვენეციის კომისიასთან, რომელზეც ნათქვამი ჰქონდათ- რასაც ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ ვარგა, არ შევასრულებთო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ გადადით პროპორციულ არჩევნებზეო და ამის მიუხედავად, ბოლო მომენტში, მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ დასჯილი ბავშვებივით და თქვეს, რომ ჩვენივე გუნდში არ გვქონდა შეთანხმებაო. ამ უპასუხისმგებლობის მერე როგორ შეიძლება ვენეციის კომისიაზე მათი მხრიდან აპელირება?!”,-განაცხადა ანა დოლიძემ

შეგახსენებთ,  პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები