LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

62
parlamenti4

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მომხრე 89 – მოწინააღმდეგე 31. “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.