LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის გზის მშენებლობის ვადები საერთაშორისო ხელშეკრულების ვადებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია

222
BeFunky-collage (1)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათზე, რიკოთის გზის ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთების პროექტირება 2017 წელს დაიწყო, ხოლო სამუშაოები რამდენიმე წელიწადში, რადგან პროექტების მომზადებისთვის საფინანსო ინსტიტუტების წესებით საზედამხედველო და სამშენებლო კომპანიების შერჩევას და სხვა აუცილებელი პროცესისა და პროცედურის გავლას დრო სჭირდებოდა.

ამასთან, მინისტრის თქმით, უშუალოდ მშენებლობის დასრულებისთვის თავიდანვე გათვალისწინებული იყო 36 თვე.

„კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ უსასრულო საცობებში და ამ დროს ავტობუსის ზოლში ჩაგიშხუილებს 700 მანქანა, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის მანქანებს“ – ალეკო ელისაშვილი 

,,სამუშაოები კიდევ უფრო მოგვიანებით დაიწყო, გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ საკითხებს, მათ შორის, განსახლებასთან და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან. ეს არის საერთაშორისო პროექტებში გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა გაფორმებული ხელშეკრულება არის FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ვალდებულებები, უფლებები და ვადები. ვადების შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს დავების მექანიზმს, სადაც მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ პრეტენზიები. საერთაშორისო დავების საბჭო განხილვის შედეგად გადაწყვეტს ობიექტურია თუ არა ეს პრეტენზია. დღეის მდგომარეობით, მიმდინარე ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს აღნიშნული დავების საბჭოს გადაწყვეტილებების ფარგლებში, რომლის შესრულება სავალდებულოა’’,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, საზოგადოებისთვის ვამბობ: ვცდილობთ, ერთი წლის განმავლობაში, 2-3 პროექტი განხორციელდეს, რომ ქალაქში კოლაფსი არ იყოს“ – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g