ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.  ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კედელთან მდგომი თვალებაკრული 22 მამაკაცი აჩვენა.

სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია იარაღი, ექსკლუზიური მასალა და საკომუნიკაციო აღჭურვილობა, აცხადებს ირანის დაზვერვის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ირანის ქალაქ აჰვაზში 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. აღლუმი 1980-88 წლების ერაყთან ომის დაწყებას ეძღვნებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 12 წევრი.

მსგავსი თემები