LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ონაშვილი: „სინანულის შეგრძნება შემომაწვა, ბოლოს როდის ვნახე და როდის ჩამეხუტა აღარც მახსოვს.. ვერც დაგემშვიდობე დღეს, მაპატიე“

1959
BeFunky-collage (5)

სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალს პატივი მიაგეს მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა.

მოდელი ირინა ონაშვილი მომღერალს ემოციური პოსტით ემშვიდობება.

“მართლა წამია ეს წუთისოფელი, რაღაცნაირად ვფიქრობდი ახლა და სინანულის შეგრძნება შემომაწვა, რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა აღარც მახსოვს, არადა ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე

ვერც დაგემშვიდობე დღეს, მაპატიე

სულ ვიამაყებ შენით, სულ ჩვენს გულებში იქნები”, – წერს ირინა ონაშვილი.

 

სიონის საკათედრო ტაძარში, ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღეა მიმდინარეობს.

მომღერალს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

„ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის“ – ნიკა ქავთარაძე

მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” – მამუკა ონაშვილს დისშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

ვიდეო: “ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან” – ვახო ბიჭიკაშვილი მამუკა ონაშვილის ვიდეოს აქვეყნებს

ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები