LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: „ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5000-ევროიანი პიჯაკი გეცვას, ამას არასდროს გავაკეთებ…“

1458
irma

ირმა სოხაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს ბრენდული სამოსის შესახებ და აღნიშნავს:

„ვიღაცას შეიძლება ეს პოზა ეგონოს, ან სხვამ უგემოვნობაში დამდოს ბრალი, მაგრამ ეს მართლა არასდროს მნდომებია. გემოვნება მაშინ გაქვს, როცა ძალიან ლამაზად, მოხდენილად და თანამედროვედ გაცვია, მაგრამ აუცილებელი არ არის, შენი სამოსი „დიორის“ ან „შანელის“ იყოს. ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5000-ევროიანი პიჯაკი გეცვას, ამას არასდროს გავაკეთებ. არც მაქვს ამდენი საშუალება, მაგრამ რომც მქონდეს, ფულს ამაში არ დავხარჯავ. ერთი-ორი ნაჩუქარი ძვირფასი ნივთი მეც მაქვს, მაგრამ მხოლოდ ძვირფასი ბრენდების შეძენა, მე უფრო სნობიზმი მგონია. რატომ უნდა მეკეთოს 20 000-დოლარიანი საათი, როცა 50-ლარიანი და უფრო იაფიანიც შეიძლება, ულამაზესი იყოს და  თავის საქმეს აკეთებდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები