LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის იყო ათასობით პაციენტის მკურნალი, მათი იმედი და ნუგეშისმცემელი“- რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ლალი ღლონტი გარდაიცვალა

322
eqimi

რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქვეყნდება სამწუხარო ინფორმაცია პროფესორ ლალი ღლონტის გარდაცვალების შესახებ:

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ პროფესორ ლალი ღლონტის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ლალი 40 წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ დეპარტამენტს, ათეული წლების განმავლობაში თსსუ-ის ნევროლოგიურ სნეულებათა კათედრის დოცენტი გახლდათ, ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით. უპირველეს ყოვლისა, ის იყო ექიმი, ათასობით პაციენტის მკურნალი, მათი იმედი და ნუგეშისმცემელი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g