LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება – რა თქვა აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა პუტინის სტრატეგიაზე

119
BeFunky-collage

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის, ავრილ ჰეინსის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და მიზნების მიღწევა მას დონბასის რეგიონის მიღმაც სურს.

ჰეინსმა ჩამოთვალა ვლადიმირ პუტინის მოკლევადიანი სამხედრო მიზნები, რომელთა შორის, შესაძლოა, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთამდე გასვლაც იყოს.

“ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, რომლის განმავლობაშიც კვლავ აპირებს, მიზნებს დონბასის მიღმაც მიაღწიოს..

პუტინის სტრატეგია, სავარაუდოდ, არ შეცვლილა. სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსული ძალების ფოკუსირება დონბასზე მოეხდინა, აღიქვამს როგორც დროებით ცვლილებას, რათა დაიბრუნოს უპირატესობა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება.

ამჟამინდელი მოკლევადიანი სამხედრო მიზნები არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავება ბუფერულ ზონაში და უკრაინის ძალების ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დონბასის დასავლეთიდან ალყაში მოქცევა, რათა გაანადგუროს ყველაზე ქმედითი და კარგად შეიარაღებული უკრაინული ძალები, რომლებიც აღმოსავლეთში ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად იბრძვიან; [მოკლე ვადიანი მიზანია] ყირიმიდან დონბასამდე შექმნილ სახმელეთო ხიდზე კონტროლის კონსოლიდაცია, ხერსონის ოკუპაცია და ყირიმისთვის წყლის მომარაგების ჩრდილოეთით მყოფი წყაროს გაკონტროლება.

ასევე ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთის ჯარს სურს, გაიყვანოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე”. – აღნიშნა აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა.

პუტინის „სამხედრო ოპერაცია“ ყოველდღიურ კრახს განიცდის – როგორ შეიძლება გაგრძელდეს ომის მეორე ფაზა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g