ისრაელში, 5-დან 11 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკის ქვეშ არიან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესაძლებლობა ექნებათ.
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე კი, საფრანგეთში 8 აგვისტოდან ახალი რეგულაციები დაწესდება. კაფე-ბარებში შესვლისა და ქალაქში მატარებლით გადაადგილებისთვის, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო ხდება.
მომდევნო კვირიდან, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩასულ სრულად ვაქცინირებულ პირებს, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.