LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

366
იტალია

მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით უკვე ეპიდცენტრებად იქცა ესპანეთი და აშშ, იტალია ისევ რეკორდს ამყარებს დაღუპულთა რიცხვით.  ბოლო 24-საათის განმავლობაში აქ ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა.

ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად  10 950 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები