LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება

48
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდადებული, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.

მისი თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“, –
განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, უკვე 21-ე დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.

სააკაშვილი: მინდა შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, მედიკამენტოზურ ჩარევაზე – სანამ დაკავებული ვარ, საკვებს არც ერთი ფორმით არ მივიღებ, მზად ვარ სიკვდილისთვისაც

 

mazda magti 5g