კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება 25 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.
“ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი, ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, მიზნად ისახავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ…
ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მმართველი, ეს იცის პატარა ბავშვმაც და ის არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე, ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს რაც უნდა არ მოგწონდეთ, იმიტომ რომ შეგახსენებთ, თავის დროზე მოქალაქეობაც წაართვით, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა – ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეს თქვენ ყელზე გადგათ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი”, – თქვა წულუკიანმა.