LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახლში მუზეუმი , ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება

316
ზვიად-გამსახურდიას-სახლ-მუზეუმი-ძველ-ხიბულაში
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახლში, რომელიც სამეგრელოს სოფელ ხიბულაში მდებარეობს მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება – ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

აქ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე.

თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა? – დღეს რეფერენდუმის დღეა, რაც დამოუკიდებლობის საფუძველი გახდა

ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები