LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია – ალეკო ელისაშვილი

74
alekoooooooooooooo

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია. ამის შესახებ პარტია ”მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

”ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ, გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილ-უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ ”ქართული ოცნება” გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული”. – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მოსამართლე, ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბინას ჩავდებ და გამოვიყვან – ივერი მელაშვილის ცოლი დაკავებულებისთვის გირაოს შესაძლო შეფარდებაზე

ჯერ დაგვიჭირეს, მერე ციხეში გვაყურყუტეს, სამსახურშიც არ მივიდეთ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს რა დამოკიდებულებაა? – ივერი მელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები