LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

168
BeFunky-collage - 2020-10-09T095205.543

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ვინაიდან პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე წარმოიქმნა, რის გამოც, ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ივერი მელაშვილის ადვოკატიც. ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g