LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: სოციალური აგენტები კამერებით აღიჭურვებიან

256
70210056-2670551499631166-3575331717235343360-o

“უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კამერებით, შეფასების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

“ოჯახების შეფასების პროცესში კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურადაც ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ასევე სისტემური შეცდომები“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

 

ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მომავალში სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მთავარი მიზანი, სოციალურად დაუცველების დასაქმება იქნება.

“რამდენადაც სიღარიბის ერთ-ერთი წამყვანი მიზანი უმუშევრობაა, ჩვენი სოციალური პოლიტიკა უნდა გადავიდეს სოციალურად დაუცველი პირების აქტიური დასაქმების პრინციპზე, რომელიც მოქალაქეს გახდის ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს. დღეს საარსებო შემწეობის მიმღები 46% შრომისუნარიანი პირია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და შემოსავალი”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, სოციალური აგენტის ვალდებულება, მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დადგენაა. შეფასების საფუძველზე სამინისტრო ამ ოჯახებს სტატუსს ანიჭებს.

პოპულალურები