LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში კოვიდის წყაროს დასადგენად ექსპერტებს აგზავნის

123
960x0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში ჩინეთში კორონავირუსის წყაროს დასადგენად ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი განმარტებით, ასე ინფექციასთან ბრძოლას ეფექტიანი შედეგი ექნება.

“ვირუსთან ბრძოლას უკეთესად შევძლებთ, როდესაც მასზე ყველაფერი გვეცოდინება, მათ შორის ის, როგორ დაიწყო აფეთქება”, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიის დასრულებასთან ახლოსაც არ ვართ და “უარესი კიდევ წინ არის”. გებრეიესუსის თქმით, მიუხედავად მისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ პანდემიის მართვა შეძლო, ეს არ არის ერთი ან ორი ქვეყნის პრობლემა და კორონავირუსს როგორც სახელმწიფოების დონეზე, ისე გლობალურად ბრძოლა სჭირდება. მისი განმარტებით, გლობალური სოლიდარობის არარსებობა ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

“გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ ინფექციასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწია.

მწარე რეალობაა, მაგრამ ახლოსაც კი არ არის პანდემია დასრულებასთან – ჯანმო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები