ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ, „მიუს“ სახელწოდების ვარიანტს აკვირდება. ახალი ვარიანტის სახელწოდება კი ბერძუნული ანბანის ასოსგან – „მიუ“- სგან წარმოიშვა.
ჯანმო-ს ინფორმაციით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც „ინტერესის ვარიანტი“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს ავლენენ, რის გამოც მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.
„მიუ“ ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.