LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო – მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები კლებულობს

50
ჯანმოოო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს.

როგორც მან ჟენევაში გამარულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, COVID-19-ის პანდემიის კონტროლი უკვე შესაძლებელია.
მისი თქმით, მსოფლიოში მსგავსი ტენდენცია ადრეც ყოფილა, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ არის.

„გასული წლის განმავლობაში, თითქმის ყველა ქვეყანაში იყო მომენტები, როდესაც ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. მთავრობებმა ძალიან სწრაფად გახსნეს ქვეყნები, ადამიანები ნაკლებად იცავდნენ საკუთარ თავს. ამ ყოველივემ ვირუსის დაბრუნება გამოიწვია“, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.