LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

248
1583441223-9074930-3x2-940x627

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დასავლურის მედიის ინფორმაციით, გაერო-ს ორგანიზაციის გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჯანმოს ხელმძღვანელმა მიიღო გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის“ რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს“, – აღნიშნა გებრეისუსმა.

ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა – კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები