LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: შესაძლოა, პანდემიის მეორე წელი უფრო მძიმე აღმოჩნდეს

86
ჯნმ

COVID 19 – ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

​”პანდემიის მეორე წელში გადავდივართ და  კორონავირუსის დინამიკის, გავრცელებისა და რიგი პრობლემის გათვალისწინებით, ის შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს”, – აღნიშნა მან.

ჯანმოს წარმომდგენლის თქმით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით ირკვევა, რომ დაავადება კვლავ პიკშია.

განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ინფექციის გავრცელების ზრდა ყინვებმა, ადამიანების შენობებში თავშეყრამ და კორონავირუსის ახალი შტამების ცირკულაციამ განაპირობა.

 

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მისი აფეთქების მომენტიდან დღემდე, 90 მილიონს აჭარბებს. აქედან, თითქმის ორი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები