LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარიდან გათავისუფლება ფსევდორელიგიურმა პირებმა არ უნდა გამოიყენონ – საპატრიარქო

239
234863693

საქართველოს საპატრიარქო, სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც წერია, რომ სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

„უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები