LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია, მოხდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს“ – საპატრიარქო

128
საპატრიარქო 22

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმიანება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს.

„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარ

მომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს – ისინი კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას და გამოსახლებების შეწყვეტას ითხოვენ

კეკელიძის N1-ში დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა შეუფარდეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები