LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბონდში აგენტ 007-ის როლს ბრიტანელი ლაშანა ლინჩი შეასრულებს

226
james-bond-news007

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დენიელ კრეიგისთვის ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმი ბოლო იქნება, მედია აგრძელებს გამოძიებას, ვინ იქნება შემდეგი ბონდი. აღმოჩნდა, რომ მოარული ჭორები იმის შესახებ, რომ აგენტის როლში ქალბატონს ვიხილათ, ნამდვილი აღმოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ აგენტ 007-ის როლში მალე 31 წლის ბრიტანელ მსახიობს, ლაშანა ლინჩს ვიხილავთ.

ინსაიდერები რიგით  25-ე ფილმის სცენარის შესახებაც გვიყვებიან. ცნობილი ხდება, რომ დენიელ კრეიგის გმირი დასასვენებლად იამაიკაზე მიდის. ამ დროს კი სპეციალური დავალების შესრულებას ქალი აგენტი შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ლაშანა ლიჩნი ცნობილია ისეთი პროექტებით, როგორიცაა „კაპიტანი მარველი“ და „სიკვდილი სამოთხეში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები